🧫 🧫 სკოლა-ლიცეუმ “პრომეთეში” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პოპულარიზების მიზნით ყოველწლიურად მრავალფეროვანი აქტივობები იგეგმება და ხორციელდება.
🧬 🧬 ამ სასწავლო წლის მიწურულს სკოლის ეზოში გაიმართა სახალისო ექსპერიმენტთა შოუ, რომელსაც ლიცეუმის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
⚗️ ⚗️ მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოების, მოტივაციის ამაღლებისა და სასწავლო რესურსების მეთოდურად გამოყენების მიზნით პრომეთელებმა ნახეს სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები და ასევე თავადაც მიიღეს მონაწილეობა ზოგიერთი ექსპერიმენტის ჩატარებაში.
🙏 🙏 მადლობა ჩვენი სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის პედაგოგებს.